ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 26-27 ნოემბერს PERC-ის (პან ევროპული რეგიონალური საბჭოს) მე-3 ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. ავსტრიის პროფესიული კავშირების მიწვევით. კონფერენციაზე თავი მოიყარა 50-მდე მონაწილემ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. 2 დღის განმავლობაში კონფერენციაზე განიხილავდნენ საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) მთავარი პროგრამას – “მშრომელთა ძალის გაძლიერება,“ რომელიც მთავარ აქცენტებს აკეთებს ევროპის სხვადასხვა ეროვნულ ცენტრების გამოცდილებაზე ორგანაიზინგის საკითხებთან დაკავშირებით და მობილიზება ს უკეთებს ახალგაზრდა მშრომელების ჩართვას პროფკავშირულ საქმიანობაში.
კონფერენცია გახსნა მარკუს სტომაიერმა, ავსტრიის პროფესიული კავშირების პრეზედენტმა, გრიგოლ გრადევმა – პან ევროპული რეგიონალური საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა და ტუგბა ბალჩიმ – პან ევროპული რეგიონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენელმა, ანტონ ლეპიკმა ორგანიზება გაუწია პან ევროპული რეგიონალური საბჭოს მე-3 კონგრესს და კონფერენცია წარადგინა ITUC-ის სამოქმედო პროგრამა – “მშრომელთა ძალის გაძლიერება“ რომელიც გულისხმობს: ორგანაიზინგების ჩატარებას, მდგრად შემოსავლებს (საწევროების აკრეფას) სოციალურ დაცვასა და უფლებების რეალიზებას. მან ასევე ისაუბრა ITUC-ის გლობალური კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც ITUC-ის პოზიციებსა და პოლიტიკას, რომელიც ცდილობს სამართლიანი და თანაბარუფლებიანი მსოფლიოს შექმნას, ამ ინიციატივას მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი. ITUC-ს ოჯახი წარმოადგენს მსოფლიო სამუშაო ძალის მხოლოდ 7%-ს.
პიერე ლადექტიმ, ITUC-ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტმა წარმოადგინა ITUC-ის ახალგაზრდული კომიტეტის საქმიანობა. რიჯიტა ზსურამ, PERC-ის ქალთა აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა წარმოადგინა პროექტი “გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის“. გრიგოლ გრადევმა, PERC-ის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე, რომელსაც ევროპული პროფესიული კავშირები აწყდება დროთა განმავლობაში.
ორგანაიზინგის პანელის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა ავსტრიის, უნგრეთის, საქართველოს და ბულგარეთის გამოცდილებები. რაც შეეხება მეორე პანელს, რომელიც ეხებოდა ახალი წევრების ჩართვას პროფკავშირულ საქმიანობაში, აქ განხილულ იქნა საბერძნეთის, გერმანიის, რუსეთის, ლიტვის, სერბეთის და ბელგიის მაგალითები.
კონფერენციაზე სამუშაო ჯგუფებად დაყოფილმა მონაწილეებმა განიხილეს ITUC/PERC-ის კომიტეტის პრიორიტეტები.
კონფერენციაზე არჩეულ იქნა PERC-ის მე-3 ახალგაზრდული კომიტეტი. გოდა ნავერაუსკაიტე არჩეულ იქნა PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტად. ტურალ სულეიმანოვი – აზერბაიჯანის პროფესიული კავშირების კონფედერაციიდან, რონია ენდერს გერმანიის პროფკავშირებიდან (DGB) და ლაშა ბლიაძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აირჩეს ვიცე-პრეზიდენტებად. ხოლო აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნენ: ფლორიან მარინი (BNS-იდან) დიმიტრი ჩუიკოვი რუსეთის პროფკავშირებიდან (FNPR), ოლესია ბრიაზგუნოვა უკრაინის პროფკავშირებიდან (KVPU), იოან მულუმბა CSC-დან და ანდრიენე ჰანგონი LIGA-დან.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე ჯერ არასოდეს აურჩევიათ, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. 30 წლის ლაშა ბლიაძეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აპარატის უფროსის თანამდებობა უკავია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.