სლოვაკეთში PERC-ის გენერალური საბჭოს მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფკავშირების მსოფლიო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებიც. ირაკლი პეტრიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
მისი განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ დროულად და ადეკვატურად გასცეს პასუხი თანამედროვეობის გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც გლობალურად დგას დემოკრატიის დეფიციტის, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური პრობლემები, რიგი ქვეყნების ლიდერები სოციალური დიალოგის წარმოების ნაცვლად ამჯობინებენ კონფლიქტებსა და შეიარაღების გაზრდაზე გააკეთონ აქცენტი. შესაბამისად, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას, საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობას და პან ევროპული რეგიონული საბჭოს რეგიონის ქვეყნების პროფესიულ ორგანიზაციებს განსაკუთრებით, ესაჭიროებათ იყვნენ მაქსიმალურად აქტიური არსებული გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილებების ძიების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა ორ დღეს გასტანს. ხვალ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე იმსჯელებენ