ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური საბჭოს მე-18 სესიაში მონაწილეობს. ოფიციალური შეხვედრა ლონდონში დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობას პროფკავშირების მაღალი საერთაშორისო წარმომადგენლობა იღებს, როგორც საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების ასევე რეგიონალური ცენტრების სახით.
ირაკლი პეტრიაშვილი შეხვედრას პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის და გენერალური საბჭოს წევრის რანგში ესწრება, მას პირისპირ შეხვედრები ჰქონდა ამერიკის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე რიჩარდ ტრუმკასთან, პროფკავშირების საერთაშორისო კონფენდერაციის გენერალურ მდივან შარან ბაროუსთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, ბრიტანეთის პროფკავშირების კონგრესის (TUC) თავმჯდომარე ფრენსის ო’გრეიდისთან და ევროპის პროფკავშირების ყოფილ გენერალურ მდივან, ლორდ ჯონ მონქსთან.
პირისპირ შეხვედრებისას, მსჯელობა შეეხო ევროპის პროფკავშირების პერსპექტივებს. პეტრიაშვილმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენა საქართველოში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ, მათ შორის პირისპირ და ჯგუფურ შეხვედრებზე იმსჯელა სოციალურ და შრომით სფეროში არსებული ვითარებაზე, საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, საპენსიო რეფორმაზე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის აუცილებლობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და გენდერულ საკითხებზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ირაკლი პეტრიაშვილის შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, რომელიც დაეთმო საქართველოში ტყიბულის შახტებზე არსებული მდგომარეობის განხილვას. ირაკლი პეტრიაშვილმა შსო-ს ხელმძღვანელს, საქართველოსთვის ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამის მინიჭება სთხოვა და მიმართა ყურადღება გაამახვილოს შსო-ს მეასე კონვენციაზე დისკრიმინაციის აკრძალვის და შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ. საუბარი შეეხო საქართელოში გაფიცვის ისედაც გართულებული უფლების საერთოს მოპოვების საფრთხეს.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური საბჭო თავის მხრივ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომა დიდი ბრიტანეთის პროფკავშირების 150 წლის იუბილეს მიუძღვნეს და ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთმანეთის მიყოლებით იმართება.
დღევანდელ საბჭოს სხდომაზე განისაზღვრა ქ.კოპენჰაგენში, დანია დაგეგმილი მე-4-ე მსოფლიო კონგრესის განსახილველი თემები. მოისმინეს გენერალური საბჭოს მე-17-ე შეხვედრის ანგარიში და განახლდა საკონსტიტუციო ორგანოების და წევრობის შესახებ ინფორმაცია.