Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პლატფორმული დასაქმება, საკანონმდებლო რეგულაციები, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკა – პროფკავშირები სტუდენტებს შეხვდნენ

პროფკავშირებმა პლატფორმული დასაქმების სწრაფი ზრდის პირობებში, საკანონმდებლო რეგულაციების, ეროვნული თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

პლატფორმული დასაქმების  სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ ახალგაზრდები, სტუდენტები არიან.  ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად მათი უფლებები ილახება.

მიუხედავად შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, მთელი რიგი საკითხების რეგულირება დღემდე გამოწვევად რჩება. დასაქმებულებთა დიდი ნაწილი, კანონმდებლობის პრაქტიკაში არასწორი იმპლემენტაციის პირობებში, ვერ სარგებლობს შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებებით.

შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება და პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია სტუდენტებს საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის – „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, პროფკავშირების მიერ USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა–ის ხელშეწყობით.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.