Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ განიხილეს

მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესის მიმდინარეობის ფარგლებში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ განიხილეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მსოფლიო პროფკავშირების (ITUC) მეხუთე კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა. ირაკლი პეტრიაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის საშინელი აგრესია უკრაინის მიმართ და მოუწოდა დელეგატებს ყველა ქვეყნიდან, რომ გააძლიერონ მუშაობა ნაციონალურ დონეზე, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რათა მათ ცივილიზებული სამყაროს თანადგომა იგრძნონ.

ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლებული ხელისუფლებები არ იღებენ ისეთ არადემოკრატიულ, მშრომელთა და პროფკავშირების სააწინააღმდეგო კანონებს, როგორც ეს უკრაინამ და რუსეთმა გააკეთა.

მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესი ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.