Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების ავსტრიული სკოლის მესამე ნაკადმა სწავლა დაასრულა

დღეს თბილისში პროფკავშირების ავსტრიული სკოლის მესამე ნაკადი დახურვის კონფერენცია შედგა. აღსანიშნავია, რომ სკოლის ამ ნაკადმა, 20 ადამიანის შემადგენლობით, რომელიც სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული აქტივისტებითაა დაკომპლექტებული დეტალური ინფორმაცია მიიღო სამართლებრივი დავების, ბრძოლის და მოლაპარაკების წარმოების, შრომის კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების, გენდერული საკითხების, რატიფიცირებული კონვენციების და საქართველოს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული თუ საჭირო ცვლილებების შესახებ.

შეხვედრა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა, საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ირაკლი პეტრიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. განაცხადა, რომ ევროპა, რომლის წიაღშიც სრულფასოვან დაბრუნებას ჩვენი ქვეყანა ცდილობს, სწორედ სტანდარტები და ღირებულებებია – სოციალური დიალოგი, სამმხრივი პარტნიორობა, მოქალაქეთა ჩართულობა ქვეყნის რეფორმებში და სხვა, რაც განათლებას ამაღლების გარეშე ვერ მიიღწევა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისა და პროფკავშირების აქტივისტების ცნობიერეიბს ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა ავსტრიის პროფკავშირებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და ფრიდრიხ ებერტის ფონდს. მისი თქმით სკოლის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანით გაძლიერდება.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ტოგნიძემ თავის მხრივ განაცადა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს პროფკავშირები კრიტიკულდ მნიშვნელოვან აქტიურაობას ეწეოდნენ და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ლოქდაუნის მიუხედავად სკოლამ განაგრძო მუშაობა ციფრულ ფორმატში, მან ასევე დადებით კონტექსტში აღნიშნა ის რომ სკოლამ არა მარტო თბილისი, არამედ რეგიონებიც მოიცვა.

რთული სოციალური ფონი და ბოლო პერიოდის გაფიცვები მიუთითებს იმაზე, რომ პროფკავშირების მოქმედებები აუცილებელია – აღნიშნა ფრიდრის ებერტის ფონდის წარომადგენელმა ფელიქს ჰეთმა, მან აღნიშნა, რომ მოხარულია, უკვე მესამე პროფკავშირული სკოლის მხარდამჭრი იყოს.

სკოლის სტრუქტურაზე, პროგრამაზე, ტრენერებსა და მონაწილეებზე პრეზენტაცია წარმოადგინა სოფიო შელეგიამ, პროფკავშირების ავსტრიული სკოლის კოორდინატორმა. დახურვის კონფერენციის ფარგლებში გიამართა კურსდამთავრებულების დისკუსია, დასასრულ კი წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ფოტოები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.