Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანება პროფკავშირის წევრებისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიებს აგრძელებს

2023 წლის 18-19 მაისს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: სოციალური დიალოგი და შრომითი ურთიერთობები“

სემინარში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის; აგრარულ მეურნეობაში;  ვაჭრობისა და მრეწველობის;  ენერგეტიკის; კავშირგაბმულობის;  თბილისის მეტროპოლიტენის; მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის; მშენებელთა და ტყის; საჯარო მოსამსახურეთა;  ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.

სემინარს უძღვებოდნენ: თამარ სურმავა – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ქეთი ჩხაიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ნათია გველესიანი – ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერი.

სემინარს ასევე ესწრებოდნენ: ია ყაყიჩაშვილი ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი; ია შერაზადიშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი კანონმდებლობა, უახლესი ცვლილებები;
  • სოციალური დიალოგის არსი და მიზანი შრომით ურთიერთობებში, სოციალური დიალოგის პლატფორმები და პრაქტიკა;
  • კოლექტიური მოლაპარაკებები პრაქტიკაში;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;
  • უფლების დაცვის მექანიზმები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.