Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ირაკლი პეტრიაშვილი გაფიცვის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ
– პროფკავშირებმა გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოში გაფიცვის უფლების შეზღუდვის ხშირი გამოვლინებების გათვალისწინებით, რაც ცხადად დაგვანახა მეტროპოლიტენში მიმდინარე პროცესებმა და იქ დასაქმებულებისთვის პროტესტის ამ ზომის შეზღუდვის მაგალითმა, საქართველოს პროფკავშირებმა, გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით საკონსტიტუციო დავა წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე სისტემატურად აგზავნის საჩივრებს შრომის საერთაშორისო ორგანიაციაში, რომელსაც შსო სრულად იზიარებს და ასახავს მის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორის ბოლო 2018 წლის დოკუმენტში.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ყურად არ იღებს არც საქართველოს პროფკავშირების და არც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციას და პრობლემის გადასაწვეტად ამ მექანიზმის გამოყენება – სწორედ ამის გამო გადაწყდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-43/ნ ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის“ დანართი 1-ის, რიგი პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც შრომის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ იზღუდება დასაქმებულთა დიდი ნაწილის გაფიცვის უფლება.

ირაკლი პეტრიაშვილი: “მიგვაჩნია, რომ ამგვარი რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობას, 26-ე მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და ამავე კონსტიტუციის 33-ე მუხლით დადგენილ გაფიცვის უფლებას.”

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.