Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა კომპანია ,,აისიმედს“ სასამართლო დავა მოუგო

თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  სამოქალაქო  საქმეთა  კოლეგიის  26  მარტის  გადაწყვეტილებით  დაკმაყოფილდა  მადონა  მეტრეველის  და  სოფიო  შეყილაძის  სარჩელი  ,,აისიმედის“  წინააღმდეგ.

სასამართლო  გადაწყვეტილებით  ბათილად  იქნა  ცნობილი  მადონა  მეტრეველის  და  სოფიო  შეყილაძის  სამსახურიდან  (რეორგანიზაციის საფუძვლით  გამოცემული)  განთავისუფლების  შესახებ   ,,აისიმედის“  დირექტორის  ბრძანებები.

სასამართლომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპანია ,,აისიმედს“ დააკისრა 32 000 ლარის (თითოეულ მოსარჩელის მიმართ 16 000 ლარის) ოდენობის კომპენსაციიისგადახდა,  ასევე  გამოუყენებელი  დარჩენილი  შვებულების  თანხის  ჯამში  1300  ლარის  (თითოეულ  მოსარჩელის  მიმართ  650  ლარის)  გადახდა.

2016 წლიდან მადონა მეტრეველი და სოფიო შეყილაძე უვადო კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა ,,აისიმედში“ მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერის თანამდებობეზე. კომპანია ,,აისიმედმა“ რეორგანიზაციის მოტივით გაანთავისუფლა მოსარჩელეები  თანამდებობიდან  სამსახურიდან  და  ამასთან  ერთად გააუქმა  მათი საშტატო ერთეულებიც. სასამართლომ უკანონოთ მიიჩნია რეორგანიზაციის მოტივით  მოსარჩელეთა  განთავისუფლება და დააკამაყოფილა მოსარჩელეთა სარჩელი.

მადონა მეტრეველის და  სოფიო  შეყილაძის  ინტერესებს  სასამართლოში  პროფკავშირების  იურისტი  სერგო  მახარაძე  წარმოადგენდა.

პროცესში  აქტიურად  იყო  ჩართული  საქართველოს  მედიცინის,  ფარმაციისა  და სოციალური  დაცვის  მუშაკთა  პროფესიული  კავშირი.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.