Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა პირველ ინსტანციაში კიდევ ერთი საქმე მოიგო!

26 ჟურნალისტი სტუდია მაესტროს წინააღმდეგ – პროფკავშირებმა პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო!

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
მოსარჩელეები მოპასუხე ტელეკომპანისგან უკანონოდ განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სახელფასო დავალიანების დაფარვასა და ჯარიმის დაკისრებას ითხოვდნენ.

პროფკავშირებმა ჟურნალისტებთან ერთად სასამართლოს სარჩელით 2016 წელს მიმართეს. 2 წლიანი დავის განმავლობაში ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და მოპასუხე კომპანიას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპენსაციების გადახდა 1 წლის ხელფსის ოდენობით, სახელფასო დავალიანების დაფარვა და ჯარიმის გადახდა

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.