Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა ,,სოკარ ჯორჯია გაზს” სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ა.ს.-ს საჩივარი და უკანონოდ ცნო ,,სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.

კომპანია მიუთითებდა, რომ ა.ს.-მ, რომელიც კომპანიაში დასაქმებული იყო საავარიო-საექსპლოატაციო განყოფილებაში, უხეშად დაარღვია შრომის ხელშეკრულება და შინაგანაწესი, თუმცა ვერ Მიუთითებდა ხელშეკრულების კონკრეტულ ვალდებულებაზე, რომელიც დასაქმებულმა დაარღვია, ხოლო შინაგანაწესი საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. კომპანიამ ვერც დარღვევის უხეში ხასიათის დასაბუთება შეძლო.

სასამართლომ ,,სოკარ ჯორჯია გაზს” კომპენსაციის სახით დასაქმებულისათვის 1 წლის ხელფასის გადახდა დააკისრა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ირაკლი მხეიძე იცავს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.