Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებსა და თბილისის მერიას შორის შეთანხმება შედგა.

ორდღიანი აქციების შემდეგ პროფკავშირები და თბილისის მერია თბილსერვისის თანამშრომლებისთვის იანვრიდან ხელფასების მომატებაზე, 21 დღეში კი არსებული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

მოლაპარაკება,  რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული მომსახურების, ბანკების და კომუნალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი, მოიცავს 1. საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას; 2.მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი განრიგის გაუქმებას და არსებულ განრიგზე დაბრუნებას; 3. 2022 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულთა დაზღვევას; 4. დამატებით ანაზღაურებად შვებულებას, 24 სამუშაო დღესთან ერთად; 5. სპეც-ტანსაცმლის განახლებას; 6. სპეც-ტექნიკის(ავტოპარკის) განახლებას; 7. სახელფასო ანაზღაურების გაზრდას. მომდევნო კვირაში აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული ვადების გათვალისწინებით მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს შპს თბილსერვისის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც დასაქმებულთა სამუშაო განრიგის შეცვლამ და სამუშაო პირობებმა გამოიწვია. 2 დღის შემდეგ პროფკავშირების ჩართულობით საპროტესტო აქცია კონკრეტული შედეგით და შეთანხმებით დასრულდა. თანამშრომლებმა სრული დატვირთვით განაახლეს მუშაობა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.