Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირმა აჭარაბეთს უზენაეს სასამართლოში დავა მოუგო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით ნათია ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოპასუხე კომპანია შპს „ავიატორს“ იძულებითი მოცდენის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დაევალა.

ნათიამ მოპასუხე კომპანიაში მუშაობა კონკურსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო. ის გამოცხადდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა, მუშაობის დაწყებიდან მესამე დღეს ის სამსახურიდან უკანონოდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ნათიამ მომართა პროფკავშირებს და ეს საქმე გასაჩივრდა სასამართლოში. მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ ნათიასთან შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ არსებობდა, რადგან მასთან შრომთი ხელშეკრულება არ იყო დადებული.

მართალია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ეს მსჯელობა და ნათიას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ და შემდგომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგინდა შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი და იძულებითი მოცდენის სახით ნათიას სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს დაევალა ერთი წლის ხელფასის ანაზღაურების გადახდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.