Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები მომდევნო სასამართლო დავას იგებს !

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ევროკრედიტს სასამართლო დავა მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გიორგი ირომაშვილის სარჩელი ევროკრედიტის წინააღმდეგ. სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება გიორგი ირომაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, სასამართლომ გიორგი ირომაშვილის სასარგებლოდ კომპანიას დააკისრა ერთი წლის კომპენსაციიის გადახდა, ასევე გამოუყენებელი დარჩენილი შვებულების თანხა, რაც ჯამში შეადგენს 11 000 ლარზე მეტს.

გიორგი ირომაშვილი 2015 წლიდან მუშაობდა ევროკრედიტში საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე და მას, განსხვავებით იმავე პოზიციაზე დასაქმებული ევროკრედიტის სხვა საკრედიტო ექსპერტებისა, ჰქონდა ნაკლები ხელფასი.  გიორგი ირომაშვილმა ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მისი ხელფასი გათანაბრებულიყო იმავე პოზიციებზე დასაქმებულ სხვა საკრედიტო ექსპერტების ხელფასებთან, თუმცა უშედეგოდ. ევროკრედიტმა ნაცვლად იმისა, რომ დაეკმაყოფილებინა გიორგი ირომაშვილის კანონერი თხოვნა და გაეთანაბრებინა მისი ხელფასი სხვა საკრედიტო ექსპერტების ხელფასებთან, რეორგანიზაციის მოტივით გაანთავისუფლა იგი სამსახურიდან და ამასთან ერთად გააუქმა მისი საშტატო ერთეულიც.

გიორგი ირომაშვილის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავს. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს მომსახურების, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფკავშირები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.