Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქალთა შრომითი უფლებები: დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები

ამერიკის სოლიდარობის ცენტრის (AFL CIO) მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებით, ბაკურიანში, 2023  წლის 20-21 იანვარს, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები: დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები“.

სემინარს უძღვებოდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის DRL-ის პროგრამის კოორდინატორი – სალომე ქაჯაია, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში – ნათია გველესიანი;  ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი – ია ყაყიჩაშვილი,  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი – ია შერაზადიშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • დისკრიმინაციის ცნება და ფორმები;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;
  • ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, აღსრულების მექანიზმები.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კერძოდ:

  • აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი;
  • ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი;
  • თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი;
  • ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სპორტის და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირი.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ გერმანიაში, სტუდენტური დასაქმების ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა.

 

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.