Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რაისა ლიპარტელიანი მსოფლიო პროფკავშირების კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა

მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესის ფარგლებში, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე მოხსენებით გამოვიდა თემაზე: ,,ახალი სოციალური კონტრაქტი იკლუზიური და თანაბარი აღდგენისთვის”.

ღონისძიებაზე განხილული იქნა ახალ  სოციალურ კონტრაქტში თანსწორობის და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის საკითხი და პანდემიის გავლენა შრომის სამყაროზე, განსაკუთრებით კი დასაქმებულთა მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა: ქალები, მიგრანტები, LGBTQIA+, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული პირები და ა.შ.

რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა  საქართველოს შრომის ბაზრის მახასიათებლებზე, უთანასწორობაზე, იმ გამოწვევებზე, რასაც ქალები აწყდებიან როგორც დასაქმების ეტაპზე, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რაც შედეგად  იწვევს მათ დაბალ ეკონომიკურ აქტიურობას, სქესის ნიშნით მაღალ სახელფასო სხვაობას,  ხელმძღვანელ პოზიციებზე დაბალ წარმომადგენლობას,  გაზრდილ უმუშევრობას და სიღარიბის მაჩვენებლს.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა არაფორმალურ დასაქმებაზე და ქვეყანაში სოციალური დაცვის მექანიზმების ნაკლებობაზე.  ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ღირსეული მინიმალური ხელფასის, ღირსეული დეკრეტული შვებულების, უმუშევრობის შემწეობის, ზრუნვის, ეკონომიკაში ინვესტირების და ძლიერი აღსრულების მექანიზმების მნიშვნელობას.

მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესი ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მიმდინარეობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.