Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რეგიონალური კონფერენცია შრომის ინსპექციის შესახებ ახალი დამოუკიდებელი სახელმიფოების (NIS) ქვეყნებში

26-27 სექტემბერს თბილისში გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს მიერ ორგანიზებული  კონფერენცია, რომელიც ჩატარდა  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის და  პან ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC)-ს მონაწილეობით ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის (NIS). მონაწილეებმა განიხილეს შრომის ინსპექციის ეფექტური ფუნქციონირების საკითხები შრომის დაცვის სტანდარტების რეალიზაციის კონტროლის დარგში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფკავშირის ლიდერები, ტექნიკური სპეციალისტები და პროფკავშირის ინსპექტორები აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან და შუა აზიიდან.კონფერენცია გახსნა პან ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC)-ის პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს შრომის მინისტრის მოადგილემ, ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ახლადშექმნილი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. სიტუაცია რეგიონში, საკუთარი შეხედულებები და შრომის ინსპექციის  ეფექტურად მომუშავე ორგანოების დადებითი მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში ეფექტიანი სამმხრივი კოორდინაციით, წარმოადგინეს  რეგიონში მშრომელთა საქმიანობის ILO-ს სპეციალისტმა, ILO-ს შრომის საერთაშორისო ნორმების, შრომის ინსპექციის და შრომის დაცვის წამყვანმა სპეციალისტებმა, და აგრეთვე PERC-ის აღმასრულებელმა მდივანმა, პროფკავშირების ექსპერტებმა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან.

მონაწილეებმა აღნიშნეს შრომის ინსპექციის პოზიციის გაუარესება უმეტეს ქვეყანაში, რისი მიზეზიც გახდა ბაზრის დერეგულირება და ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რომლის წინსვლასაც განაპირობებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ამ რეფორმებმა მიგვიყვანეს შრომის  ინსპექციის მანდატის ჩამორეცხვამდე, შრომის დაცვის ნორმების და შრომის ძირითადი უფლებების იგნორირებამდე, მორატორიუმის შემოღებამდე და დაუგეგმავი შემოწმებების შეზღუდვამდე, დეცენტრალიზაციამდე ანუ ჰიპერცენტრალიზაციამდე, არასაკმარის დაფინანსებამდე და ინსპექციის თანამშრომლების პროფესიული დონის დაქვეითებამდე, და აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობის დაკარგვამდე.

კონფერენციის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს შემდეგი დასკვნები:

 

  • ხარჯების შემცირების შეზღუდული ლიბერალური იდეოლოგიის დომინირებამ და ბიზნესის დარეგულირებამ მიგვიყვანა შრომის უფლებების სისტემატურ დარღვევებამდე და მაღალ რისკებამდე დასაქმებულთათვის შრომის დაცვის დარგში.
  • შრომის ღირსეული პირობები და შრომის საერთაშორისო ნორმების მკაცრი დაცვა ხელს უწყობს მწარმოებლობის ზრდას და საწარმოების და მთლიანად ეკონომიკის მდგრად განვითარებას;
  • საერთაშორისო შრომითი სტანდარტების უნივერსალური როლი განსჯას არ ექვემდებარება. ქვეყნებმა უნდა მოახდინონ შრომის დაცვისა და შრომის ინსპექციის  შესაბამისი კონვენციების რატიფიცირება და უზრუნველყონ ნორმების გამოყენება ეროვნულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში.
  • აუცილებელია ეროვნული კანონმდებლობა მოყვანილ იქნას სრულ შესაბამისობაში ILO-ს №81 კონვენციის დებულებასთან, 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან და სხვა კონვენციებთან, პროტოკოლებთან და რეკომენდაციებთან იმ მიზნით, რომ გამოყოფილი იქნას პრიორიტეტად შრომის დაცვის ნორმების დაცვა, ნებისმიერი მორატორიუმების და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული   შეზღუდვების აკრძალვა;
  • აუცილებელია შრომის ფუნქციონალური დამოუკიდებელი ინსპექციის უზრუნველყოფა საჭირო კოორდინაციით ცენტრალურ დონეზე და ფართო ხელმისაწვდომობით რეგიონებში, სამუშაო ადგილების შემოწმების განხორციელების მანდატითა და შესაძლებლობით, მათ შორის ახლადშექმნილების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გაკონტროლება, დამსაქმებლების კონსულტირება და მათ მიმართ სანქციების გამოყენება, დასაქმებულთა ფართო წვდომით, მონაცემთა შეგროვებისა და გაანალიზების შესაძლებლობით და საიმედო სტატისტიკის წარმოდგენით, სათანადო რესურსების არსებობით – ადამიანური, პროფესიონალური და მატერიალური – ყოველივე ჩამოთვლილის განსახორციელებლად;
  • შრომის ინსპექტორებისათვის მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურის სტატუსი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური ზეწოლისგან;
  • შრომის სფეროსა და შრომის ინსპექციის რეგულირების სისტემის ჩამოყალიბებისას აუცილებელია სამმხრივი კოორდინაცია და ამავდროულად საკვანძო როლს თამაშობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ეფექტიანი სოციალური დიალოგი და პროფკავშირების ურთიერთობა მენეჯმენტთან – წარმოადგენს საკვანძო კომპონენტებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოსთვის სამუშაო ადგილებზე;
  • შრომით ინსპექციას ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი – არაფორმალური ეკონომიკიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობაში, რაც საშუალებას მისცემს მშრომელებს  გამოიყენონ თავიანთი შრომითი უფლებები წვლილი შეიტანონ სოციალური დაცვის სისტემაში და ისარგებლონ ამ სისტემით.

მონაწილეები იყვნენ ერთიანები იმ მოსაზრებაში, რომ შრომის ინსპექციის როლის გაძლიერება უნდა რჩებოდეს პროფკავშირების დღის წესრიგის პრიორიტედად აღმოსავლეთ ევროპისა და  შუა აზიის ქვეყნებში, და კონფერენციის დასკვნების საფუძველზე უნდა დაიწყოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება რომელიც მოიცავს ერთობლივ რეგიონალურ კამპანიას PERC-ის ეგიდით.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.