დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ოფისში, ,,რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა“ და ,,შპს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართა.
კოლექტიური შრომითი დავის შემათანხმებელ პროცედურაში მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იღებდნენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა და ,,რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა“ და ,,შპს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს“ შორის გაფორმდა სამედიაციო შეთანხმება, რომლიც გულისხმობს შემდეგ:
1. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სამშენებლო ობიექტებზე უზრუნველყოფს თარჯიმნის განთავსებას;
2. სამედიაციო შეთანხმების გაფორმების დღიდან, დამსაქმებელი დაიწყებს შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფას და დააწესებს მკაცრ კონტროლს. დასაქებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ინდივიდუალური დაცვითი საშუალებებითა და ხარისხიანი სპეც-სამისით;
3. სამშენებლო ობიექტები არაუგვიანეს 25/09/2019 აღიჭურვება სასმელი წყლითა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით და მოეწყობა გამოსაცვლელი და სასადილო ოთახები;
4. მოწესრიგდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები და გაიხარდა დღიური საათური ანაზღაურება 16 ლარიდან სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებისთვის 20 დან 28 ლარამდე;
5. მიღწეულია შეთანხმება ,,რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა“ და ,,შპს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს“ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორებაზე;