სამედიცინო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე პროფკავშირების წევრები სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ. საუბარია წყალტუბოში მდებარე სს”ბალნეოსერვისი”ს დაწესებულებებზე. წყალტუბოს სს “ბალნეოსერვიისსა” და პროფკავშირების გაერთიანების შვილობილი კომპანია “პროფკურორტს” შორის შეღავათით სარგებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად პროფკავშირის ყველა წევრი “ბალნეოსერვისის” #6 და #1წყაროებზე არსებულ კომპლექსში სამკურნალო და გამაჯანსაღებელ აგრეთვე სარელაქსაციო პროცედურებზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს. მემორანდუმი პროფკავშირების გაერთიანებაში გაფორმდა. შეთანხმება მოიცავს ორთოპედიულ, მასაჟის და თერაპიულ მომსახურებას და ის ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.