Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამი მოგებული დავა ერთ დღეში – პროფკავშირები დასაქმებულთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე

პროფკავშირებმა ერთ დღეში დასაქმებულთა სასარგებლოდ 3 სასამართლო დავა მოიგო.

შპს „თბილისი  ენერჯის„  თანამშრომლის მიმართ, არასათანადო ბრალდება დაუმტკიცდა.

გარდა იმისა, რომ კომპანია თანამშრომელს  შრომის არასათანადო და არათანაბარი სახელფასო ანაზღაურების პირობებში ამუშავებდა, მის მიმართ სიძულვილის ენით საუბარის აღვეკათას არ ახდენდა, დამსაქმებელმა სასამართლო სარჩელი საკუთარი დასაქმებულის მიმართ თავად შეიტანა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ნანა ჩიკვილაძე უკანონოდ გაიფიცა და მუშაობაზე უარს აცხადებდა.

სინამდვილეში,  2022წლის 14 აპრილს დასაქმებულმა მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ მის მიმართ არსებული შრომის არასათანადო პირობების გამოსწორებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა.

03.05.2022წ. დასაქმებულმა მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ იგი არის საავადმყოფო ფურცელზე.

კომპანიის 2022წლის 16 მაისის წერილით და მასზე დართული 2022წლის 13 მაისის ,,შვებულების დღეების გადატანის შესახებ“ ბრძანებით კომპანიამ აცნობა დასაქმებულს მისი შვებულების დღეების  2022წლის 23 მაისის ჩათვლით გადატანის შესახებ.

2022წლის 12 მაისს კომპანიამ აღძრა სარჩელი დასაქმებულის მიმართ 2022წლის 12 მაისიდან გაფიცვის უკანონოდ ცნობის თაობაზე და აღნიშნა, რომ დასაქმებული 2022წლის 12 მაისიდან  არის გაფიცული.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე ნ. ჩ-ის პოზიცია,  რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მის მიერ გაფიცვის მდგომარეობაში ყოფნის შესახებ და დავის საგნის არარსებობის გამო საქმეზე წარმოება შეწყვიტა.

პროფკავშირმა მეორე პრეცედენტული დავა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის  სასარგებლოდ  შპს „თერმო ცენტრს“ მოუგო.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, სერგო მახარაძემ დაამტკიცა, რომ როდესაც მოპასუხე კომპანიის  მფლობელისთვის, ასევე დირექტორისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარ-ჩვევები, არალეგიტიმურია  მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების კვლავ გამოსაცდელი ვადით დადება და ამ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

მოსარჩელე თ. დ შპს ,,მარგიში“ ,,მოლარის“ თანამდებობაზე  21.06.2021წ. დასაქმდა. მხარეებს შორის გაფორმდა 6 თვიანი გამოსაცდელი შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული  ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხელშეკრულება დაიდებოდა 1 წლით.

22.11.2021წ. მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თამთა დევიძეს წინა ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების გათვალისწინებით, 22.11.2022წლიდან უნდა შეცვლოდა  როგორც სახელფასო, ისე სამუშაო გრაფიკი.

შპს ,,მარგისა“ და შპს ,,თერმო ცენტრს“  შორის გაფორმებული ,,აქტივების მიწოდების“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე – შპს ,,მარგში“ დასაქმებული თანამშრომლები – 01.04.2022წ. მუდმივი ხასიათის მქონე იმავე პოზიციებზე და ფუნქციებით შპს ,,თერმო ცენტრში“ აიყვანეს , თუმცა, კომპანიამ დასაქმებულებთან მოკლევადიანი, 3 თვიანი ხელშეკრულება ისიც გამოსაცდელი ვადით გააფორმა.

30.05.2022 წელს კი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების მიუხედავად, თამთა დევიძე სამსახურიდან დაითხოვეს.

სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ არალეგიტიმურია დასაქმებულის მიმართ დადებული ხელმეორედ გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება, რის გამოც ბათილად ცნო დამსაქმებლის გადაწყვეტილება და მოპასუხეს  იძულებითი განაცდურის გადახდა დააკისრა;

მესამე საქმე, რომელშიც დასაქმებული  გამართლდა და უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამათლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, შპს “ვესტასთან“ მიმდინარეობდა.

უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო შპს ,,ვესტას“ დირექტორის მიერ 2020 წლის 06 აპრილს გამოცემული ბრძანება ნატალია გურგენაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

დამსაქმებელმა თანამშრომლის გათავისუფლება დაასაბუთა კომპანიის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვეულ ფინანსურ კრიზისზე მითითებით, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცეულებად, მიუთითა 2021 წლის 8 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან აპრილის თვის პერიოდში კომპანიის ფინანსური სახსრების ბრუნვამ მნიშვნელოვნად  იკლო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ფინანსური ბრუნვის კლებამ კომპანია  გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენა.

ამასთან, დამსაქმებელმა ვერ მიუთითა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ შემოსავალის შემცირების პირობებში არ არსებობდა უფრო ოპტიმალური შესაძლებლობის გამოყენება დასაქმებულთა გათავისუფლების გარდა, ან რა კრიტირიუმით განისაზღვრა კონკრეტულად ნატალია გურგენაშვილის გათავისუფლება.

შესაბამისად, პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, დაამტკიცა, რომ ამ კონკრეტულ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. შპს “ვესტა“  ვალდებულია ნატალია გურგენაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნოს და მას კომპენსაცია გადაუხადოს.

სამივე დავაზე დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, სერგო მახარაძე იცავდა.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.