Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების  აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განისაზღვრა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა, ხოლო იმ სექტორებისთვის, რომელთაც არ აქვთ შეჩერებული საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის ( № 01-120/ო) ბრძანებით განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით როგორც ზოგადი, ისე ინდივიდუალური რეკომენდაციები, კერძოდ:

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა,ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

 ინფექციის პრევენციისთვის ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:

  • თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში
  • ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
  • ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;
  • ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სულ მცირე 70 % ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხის გამოყენება;
  • რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის, დაცემინების დროს ცხვირის და პირის დაფარვა;
  • ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის.

 ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს განეკუთვნება:

ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები და რესპირატორული დამცავი საშუალებები.

აუცილებელია, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველა ტიპი:

  • შერჩეულ იქნას თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად;
  • სათანადოდ იყოს მორგებული სამუშაოს და დასაქმებულს (მაგ. რესპირატორები);
  • გამოიყენებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად;
  • რეგულარულად ხორციელდებოდეს მისი შემოწმება ვარგისიანობაზე, საჭიროების შემთხვევაში გაეწიოს ტექნიკური მომსახურება და დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დროული შეცვლა.

დამსაქმებლები ვალდებულნი არიან თანამშრომლები უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომელებიც საჭიროა მათი უსაფრთხოებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას.

ინდივიდუალური რეკომენდაციები სექტორების მიხედვით:

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.