Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა აქცია გამართეს

პროფკავშირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების ინტერესებს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირი გაერთიანებასთან და სასწრაფოს პროფკავშირთან ერთად იცავს.

ექიმებმა და მძღოლებმა ხელფასების მატება და ღირსეული სამუშაო პირობები მოითხოვეს.

იურიდიულ დახმარებას პროტესტის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე უწევს. მოთხოვნების ოფიციალური წერილი, რომელიც იურისტმა შეადგინა, ჯანდაცვის სამინისტროს დღესვე გადაეგზავნება.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. შემდეგი აქცია კი სამშაბათს, 31 მაისს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ის დანამატი ჩაურიცხეს, რომელიც აპრილის თვეში მოეხსნათ.

პროფკავშირების გაერთიანება მივიჩნევთ, რომ დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავარი პრიორიტეტია და მზადყოფნას გამოვთქვამთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს.

იხილეთ ფოტოები აქციიდან

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.