Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტომატოლოგიურ კლინიკას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების დარღვევის გამო თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა დააჯარიმა.

დარღვევები გამოიხატა იმით, რომ კლინიკა დასაქმებულებისა და ვიზიტორების კომუნიკაციაზე ახორციელებდა ვიდეო და აუდიო მონიტორინგს ისე, რომ კლინიკაში ვიზიტორებისთვის არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები.

გარდა ამისა, ჩაწერა მიმდინარეობდა 24-საათიან რეჟიმში და ჩანაწერებზე წვდომა შესაძლებელი იყო დამცავი სიტემების გარეშე, რაც განაპირობებდა როგორც სამსახურებრივი, ისე არასამსახურებრივი, პირადი ხასიათის კომუნიკაციის კონტროლის შესაძლებლობასა და მისი უკანონო გამოყენების მომეტებულ საფრთხეს.

მსგავსი ფორმით ვიდეო და აუდიო მონიტორინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არაპროპორციულ ღონისძიებად და პირად სივრცეში გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნია. კლინიკას დააკისრა ჯარიმა, დაავალა აუდიო მონიტორინგის შეწყვეტა და ვიდეო თვალთვალის სისტემაში უსაფრთხოების ზომების მიღება.

დეტალურად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.