Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აფხაზეთის პროფგაერთიანების წევრებისთვის სემინარი ჩატარდა

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებისთვის შრომით უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე, ასევე, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა ლევან ხვინგიამ, სემინარის მონაწილეებთან,  შრომის კანონმდებლობასა და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო გაერთიანების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, ნიკა კაკაშვილმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე ისაუბრა და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრამ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში ჩაიარა.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.