Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეთანხმება შედგა, ჭიათურაში გაფიცვა აღარ გაიმართება!

წუხელ, 3 ივნისს გვიან ღამით შედგა ბოლო მოლაპარაკება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი”-ს ადმინისტრაციასა და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების მიღწევაც მოხერხდა.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. ხელფასის მატება განხორციელდება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან.

კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს.

საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას.

ომპანია მზადაა ნებისმიერი პრობლემატური საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნას პროფკავშირთან ერთად და უზრუნველყოს პროცესის ოპერატიულობა.

2019 წლის იანვრის თვიდან მოხდება ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.