Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა გაფიცულ მუშებთან

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შეხვდა. ლავრენტი ალანიამ გაფიცულებისგან მათი პრეტენზიები მოისმინა და მოთხოვნებს გაეცნო.

მუშები უკვე მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მომატებას, დღისა და ღამის ცვლის სახელფასო სხვაობის დაწესებას, ანაზღაურებად დასვენების დღეს და დაზღვევას ითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. დასაქმებულები ამბობენ, რომ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და გარდა ამისა, დამსაქმებელი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

კომპანიის წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ იქამდე არ განაახლებენ მუშაობას, ვიდრე მათი პირობები არ დაკმაყოფილდება. მშენებლობას ჩინური კომპანია “სინოჰიდრო” აწარმოებს. მშენებლობაზე 70-მდე ადამიანია დასაქმებული.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.