Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები საკანონმდებლო ორგანოში – გაერთიანების თავმჯდომარემ და მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს შრომითი საკითხებისა და ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხედვა წარუდგინეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა მოადგილესთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილსა და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი პეტრიაშვილმა და რაისა ლიპარტელიანმა პარლამენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხედვა წარუდგინეს.

გარდა ამისა, პროფკავშირების ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს შრომითი საკითხების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

  • ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა საქართველოში
  • სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე
  • სასამართლო დავების დინამიკა
  • შრომითი მიგრაციის კანონში დაგეგმილი ცვლილებები
  • ქალთა შრომითი უფლებებისა და დეკრეტული შვებულების საკითხი
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექციას და ქალთა შრომას – მათ შორის, ძალადობას და შევიწროებას სამუშაო ადგილებზე
  • საპენსიო უზრნველყოფის საკითხები
  • სახალხო დამცველის შერჩევის წესი

ასევე, ხაზი გაუსვეს ისეთი ტიპის პლატფორმის ან მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც შრომით და სოციალურ საკითხებზე  პროფკავშირებსა და პარლმენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველჰყოფს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, გაერთიანების ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.