Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების, დანიის პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საექთნო, ზრუნვის და შინმოვლის სტრატეგიის შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და შრომის საერთაშორისო ორგანზიაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 29 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში, სასტუმროში „Best western Tbilisi art hotel” საექთნო, ზრუნვის და შინმოვლის სტრატეგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა და დანიელი ექსპერტი მარიან დიტმერი გაუძღვა.

სემინარში მონაწილეობა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულებმა მიიღეს.

მონაწილეებმა სფეროში არსებულ მდგომარეობასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.