30 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეები: ეთერ მათურელი და რაისა ლიპარტელიანი.
სემინარი გამართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები – ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.