Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით – წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა ღონისძიების მონაწილებს სიტყვით მიმართა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის მიმართულებით, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, კერძოდ, ისაუბრა პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლისა და საერთაშორისო დონეზე აქტიური ადვოკატირების შედეგად გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე.

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის გაზრდილმა მანდატმა მოიცვა ასევე დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ პროფკავშირების არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა არ იქნა გათავლისწინებული, მათ შორის, შრომის ღირებულების მეთოდოლოგია, მინიმალური ხელფასი, ღირსეული დეკრეტული შვებულება და ა.შ., რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა  არსებული უთანასწორობის  შემცირება და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკების პრევენცია.  ამის შედეგად, თანასწორობა შრომით ურთიერთობებში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება, რაც კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც.

ღონისძიება ქვეყნის მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ გახსნა. მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.