სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის ანგარიშის იმ ნაწილის მიხედვით, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზეა საუბარი, მთავარ გამოწვევად კვლავ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა უფლებების ხელყოფა რჩება.
შრომის ინსპექცია პასუხისმგებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა შრომითი დარღვევების გამომჟღავნებაზე. წლის განმავლობაში ინსპექცია პასუხისმგებელია COVID-19-ის უსაფრთხოების რეგულაციების აღსრულებაზე. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობებზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა მოახდინა ტურიზმის, საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორებზე, ასევე შეეხო სამშენებლო, უძრავი ქონების, დასვენებისა და გართობის სექტორებს, თუმცა ქვეყანაში წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა.
თუმცა, ანგარიშის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დარღვევა გაგრძელდა და დასაქმებულებს უჭირდათ თავი დაეღწიათ სახიფათო სიტუაციებიდან თავიანთი დასაქმების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. ვადიანი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირებს ხშირად ეშინოდათ, დამსაქმებლების ყურადღების მიქცევა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, რათა ეს არ გამხდარიყო ხელშეკრულებეების განახლებაზე უარის მიზეზი, COVID-19-ის პანდემიამ გააუარესა სიტუაცია და დასაქმებული ადამიანები მათი სოციალური დაუცველობისა და ადეკვატური სამუშაო პირობების მოთხოვნის შეუძლებლობის გამო სახიფათო პირობებში ჩააყენა.
მიგრანტ დასაქმებულთა პირობები ზოგადად დაურეგულირებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არ აწარმოებდა კონკრეტულ სტატისტიკას ქვეყანაში მიგრანტი მუშახელის შესახებ, საჯარო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად გასცემდა 5000-მდე ბინადრობის ნებართვას მიგრანტ დასაქმებულებზე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, წლის ბოლომდე სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამო, 33 ადამიანი გარდაიცვალა და 252 დაშავდა. ეს მაჩვენებელი 2020 წელს ასე გამოიყურებოდა – 39 გარდაცვლილი და 249 დაშავებული.
კვლავ განსაკუთრებით სახიფათო იყო სამთო და სამშენებლო სექტორი, სადაც არსებობდა ინფორმაცია დაზიანებების, ძილის ნაკლებობისა და დაურეგულირებელი სამუშაო საათების შესახებ.
სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე