ამერიკის სოლიდარობის ცენტრის Solidarity Center მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებით, აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფაქტივისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „შრომითი უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა ლევან ხვინგიამ სემინარის მონაწილეებთან შრომით საკითხებში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ასევე, შრომით კანონმდელობასა და გარანტიებზე ისაუბრა. კერძოდ, რა უფლებები აქვთ დასაქმებულებს როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორში კანონის მიხედვით და ძირითადად რა სახის გამოწვევებია შრომით ბაზარზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის, აქტიურ რეჟიმში, საინტერესოდ ჩატარდა.