Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სილამაზის სალონი ,,ბელეცას” ხუთმა თანამშრომელმა კომპანიას 150 000 ლარამდე თანხა მოუგო!

დღეს კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ბელეცას“ წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი სასამართლო პროცესი, თუმცა დღემდე კომპანიას დასაქმებულთა წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს. – bit.do/fp4qo

მას შემდეგ დასაქმებულთა სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა გაორმაგდა. სასამართლო გადაწყვეტილება დღეიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.

დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.