Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სოცმუშაკები გაფიცვის მოლოდინში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოციალური მუშაკების გაფიცვას მხარს უჭერს და მათ სრულ სოლიდარობას უცხადებს.  შეგახსენებთ, რომ თითქმის  თვე ნახევრიანმა სამედიაციო პროცესმა უშედეგოდ ჩაიარა. 25 მარტიდან სოციალური მუშაკები გაფიცვას მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ. ამავე დღეს 12 საათზე გაფიცულთა ნაწილი, მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბება.

სოცმუშაკების პრობლემებს შორის განსაკუთრებული სიმწვავით დგას მათი გადატვირთულობა,  ბენეფიციარების ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა და ფუქნციების ფართო სპექტრი. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. ის რთული და შრომატევადი საქმიანობა კი რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან არ არის სათანდოდ შეფსებული.

შექმნილი გარემომებების გამო სოცმუშაკების  სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა უთანაბრდება იმ ბენეფიციარიების მდგომარეობას, რომლებთანაც უწევთ მუშაობა და რომელთა ოჯახების გაძლიერებაცაა მათი სამუშაოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ასევე შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ  თანამშრომლებს უწევთ  სამსახურებრივი მიზნით გადაადგილებაზე დახარჯონ საკუთარი შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ნაწილი.

დავის წერილით  სოცმუშაკებმა შრომისა და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და სოცილაური მომსახურების სააგენტოს დირექტორს თამაზ მოდებაძეს მიმართეს. პროფკავშირები მოთხოვნათა ყველა პუნქტს იზიარებს და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სოციალური მუშაკების საქმიანობის სპეციფიკა და არსებული კრიზისული, უმძიმესი მდგომარეობა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებლად ბენეფიციართა სასარგებლოდ როფკავშირების ჩართულობით უნდა მოხდეს, რის აუცილებლობასაც თავად ბენეფიციარები ხედავენ.

სოციალური მუშაკების მოთხოვნების ნაწილი ასეთია:

  • მოხდეს სოციალური მუშაკებისთვის არაპროფილიური ფუნქციების ჩამოშორება;
  • გაიზარდოს სოციალური მუშაკების, იურისტების და ფსიქოლოგების ოდენობა მთელი ქვეყნის მასტაბით;
  • განისაზღვროს თითოეულ სოციალურ მუშაკზე დაკისრებულ საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა, შექიმნას მეთოდოლოგია/ სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დააბალანსებს საქმეების განაწილებას სირთულის მიხედვით;
  • სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალური მუშაკები იყვნენ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
  • სოციალურ მუშაკთა ხელფასები გაიზარდოს და მინიმუმ გაუთანაბრდეს სხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ანაზღაურებას;
  • განხორციელდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი ანაზღაურება;
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და მიეცეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული მათი პირადი უსაფრთხოება;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები აღიჭურვოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება;
  • შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა და დამსაქმებელმა უზრუნველყოს დასაქმებულისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ინფორმაციის მიწოდება;
  • თითოეული სოციალური მომსახურების ცენტრისთვის შეიქმნას ცალკე მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი პროფესიული უნარებით აღჭურვილი და შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით და ა.შ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებში არ არის დასაქმებულთათვის და ბენეფიციართათვის შექმნილი კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაკების მხრიდან ბენეფიციარის ნდობის მოპოვებას, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისათვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და შემთხვევების უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.