დეკრეტული შვებულება – საინფორმაციო ბიულეტენი
საინფორმაციო ბიულეტენი მოგაწვდით ინფორმაციას იმ საკანონმდებლო სიახლების შესახებ, რომლებიც ბოლო დროს განხორციელდა შრომის კოდექსში დეკრეტული შვებულების მარეგულირებელ ნორმებში. ბიულეტენი, აგრეთვე, გაცნობებთ ორსული ქალებისთვის შრომის კანონმდებლობაში შეტანილი დამატებითი გარანტიების თაობაზეც, რომელიც გარკვეულწილად აუმჯობესებს დასაქმებული ორსული ქალების უფლებრივ მდგომარეობას. გარდა ამისა, საინფორმაციო ბიულეტენი აღწერს შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებს და იმას, თუ რა შედეგი შეიძლება, მიიღოს დასაქმებულმა ამ […]
პროფკავშირები დიდ ოცეულს სახელმწიფო ჯანდაცვის, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების შესანარჩუნებლად კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდებენ
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროფკავშირების საკონსულტაციო კომიტეტის (TUAC) G20-ს ლიდერებისთვის COVID-19 –თან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში პროფკავშირები, რომლებიც, როგორც დიდი ოცეულის ქვეყნების,ისე მთელი მსოფლიოს დასაქმებულებს წარმოადგენენ, G20-ს ლიდერებს კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდებენ. COVID-19–ის პანდემიისადმი ინკლუზიურმა რეაგირებამ უნდა დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა, და მასთან ერთად ყველა დასაქმებული ადამიანის შემოსავალი და სამუშაო ადგილი, […]
ირაკლი კობახიძემ უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 2600 ზე მეტი წერილი მიიღო
საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რათა დროულად მოხდეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მიღება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც პროფკავშირებს აქვთ. მსოფლიოს მასშტაბით აქტივისტები და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან და ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით, საკუთარი სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ. ირაკლი კობახიძემ გასულ 24 საათში საქართველოში უსაფრთხო შრომისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით 2600ზე მეტი […]
How to promote Social Dialogue in Georgia
Georgia recently ratified the ILO Convention on Tripartite Consultation N°144. In this interview, Irakli Petriashvili, President of the Georgian Trade Union Confederation (GTUC) shared his views about the benefits of social dialogue in Georgia. As President of the ITUC’s Pan European Regional Council-PERC, M. Petriashvili also stressed the role of governments and social partners in […]
ირაკლი პეტრიაშვილის ინტერვიუ საქართველოს მიერ შსო-ს #144 კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით
ინტერვიუ საქართველოს პროკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ბ-ნ ირაკლი პეტრიაშვილთან საქართველოს მიერ შსო-ს #144 კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით საქართველომ მოახდინა შსო-ს #144 კონვენციის რატიფიცირება სამმხრივი სოციალური დიალოგის ხელშეწყობის შესახებ. რატომაა ამ კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისათვის ? ირაკლი პეტრიაშვილი – ბუნებრივია, დადებითად ვაფასებ და მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 2 ნოემბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პრიორიტეტული #144 […]
კიდევ ერთი ტრაგედია სამუშაო ადგილზე
ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. . . ტრაგიკული შემთხვევა მეხუთეა ფატალურ შემთხვევებს შორის, რომელიც წელს სამუშაო ადგილზე მოხდა. მხოლოდ ორ თვეში გარდაცვლილი 5 ადამიანიდან 3 მშენებლობაზე მუშაობდა. პროფკავშირები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს […]
ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, აზერბაიჯანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პეტრიაშვილს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. აუდიენცია პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას ირაკლი პეტრიაშვილის გარდა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტი ჟოაო ფელიციო და საერეთშორისო პროფკავშირების წარმომდგენელი ესწრებოდა. საქართველოს პროფკავშირების ლიდერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას მსჯელობა შეეხო სოციალურ პოლიტიკას, ორი ქვეყნის მთლიანი […]
აქცია საპარლამენტო მოსმენის პარალელურად
პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაამთხვიეს. აქცია პერფორმანსი პარლამენტის შენობის წინ სწორედ იმ დროს დაიწყო, როდესაც დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსჯელობა გახსნეს, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტში პროფკავშირების წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, განხილვა მმართველი პარტიის წარმომადგენეთა მოთხოვნით შეწყდა და ერთი კვირით გადაიდო. ოფიციალური განმარტებით, განხილვის გადადება […]