ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარია
საარსებო მინიმუმის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მოცულობა შეადგენს 175.0 ლარს. ეს მაჩვენებელი 1,5 ლარით აღემატება 2017 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელს, ხოლო გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 8,7 ლარით (5.2%ით). წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით: -საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155,0 […]