კიდევ ერთი ტრაგედია სამუშაო ადგილზე
ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით უხეშადაა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. . . ტრაგიკული შემთხვევა მეხუთეა ფატალურ შემთხვევებს შორის, რომელიც წელს სამუშაო ადგილზე მოხდა. მხოლოდ ორ თვეში გარდაცვლილი 5 ადამიანიდან 3 მშენებლობაზე მუშაობდა. პროფკავშირები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს […]
აქცია საპარლამენტო მოსმენის პარალელურად
პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაამთხვიეს. აქცია პერფორმანსი პარლამენტის შენობის წინ სწორედ იმ დროს დაიწყო, როდესაც დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსჯელობა გახსნეს, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტში პროფკავშირების წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, განხილვა მმართველი პარტიის წარმომადგენეთა მოთხოვნით შეწყდა და ერთი კვირით გადაიდო. ოფიციალური განმარტებით, განხილვის გადადება […]