Search
Close this search box.
Search
Close this search box.

თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, პან-ევროპული რეგიონული საბჭოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

,,საქართველოს პროფკავშირებმა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზება შეძლო . საქართველოში შეიკრიბნენ ეკონომისტები მთელი რეგიონიდან, აქ იმყოფებიან ექსპერტები ევროპიდან და აშშ დან. მსჯელობა ეხება არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის მსოფლიო ბანკის პოლიტიკას.

მსოფლიო ბანკს, ისევე როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, აქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო პროფკავშირების წინაშე, რომ გასცენ კრედიტები ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც ადამიანის და შრომითი უფლებები არის უზრუნველყოფილი. მოწვეული ექსპერტები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, საუბრობენ, რომ თუ არ იქნება ადეკვატური მინიმალური ხელფასი, მსხვილ კორპორაციებს ამ ქვეყანაში შემოსვლის სურვილი აღარ ექნებათ” – ირაკლი პეტრიაშვილი

განხილვის მთავრი საკითხებია: მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაანგრიშების მეთოდოლოგიები, სახელფასო და სოციალური დაცვის სტრატეგიები და მასთან მიმართებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პოლიტიკის განხილვა.

მსჯელობა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზრის რეგულირება, სამართლიანი ხელფასების განსაზღვრა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება. დისკუსია ეხება რეგიონსა და მათ შორის საქართველოში მსოფლიო ბანკის და სხვა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკის გავლენას დასაქმებაზე, ისევე როგორც მათ მიერ გაცემული კრედიტების გავლენას ბანკებზე, საწარმოებზე და ქვეყნებზე – საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და სტანდარტების დაცვის კუთხით.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.