შრომის კოდექსი, საერთაშორისო შრომის სტანდარტები, შრომითი ურთიეთობის შეჩერება და შეწყვეტა, დისკრიმინაციის აკრძალვა, შრომის უსაფრთოხება, სასამართოსადმი მიმართვის პროცედურები, ზეგანაკვეთური შრომა და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს დასაქმებულთათვის გამართულ სპეციალურ ტრენინგებზე ყვარელსა და ბილნისში.
შეხვედრები კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხო.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ახორციელებს პროექტს ‘სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით ურთიერთობებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველსაყოფად’, პროექტის მიზანია ქალებისთვის შრომით დავებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ტრენინგებო სწორედ აღნიშნულო პროექტის ფარგლებში გაიმართა.