Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა

პროფკავშირების შრომის ექსპერტის პაატა ნინუას პირველადი შეფასებით პერიმეტრი ტყიბულში, სადაც გუშინ უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, არ არის დაცული. არ ხდება უსაფრთხოების ინსტუქტაჟის ჩატარება, დასაქმებულების განცხადებით, უსაფრთოებაზე პასუხისმგებლები თავად არიან.

არ აქვთ შრომის კონტრაქტები და საშუალო ანაზღაურება შეადგენს 250 ლარს. ერთ ერთი დასაქმებული, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა აცხადეს : ,,შიმშილოთ სიკვდილს გვირჩევნია, რომ ვიმუშაოთ, მაგრამ აქაც ვკვდებით! ”

შეგახსენებთ, გუშინ ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერზე, სადაც სულ 8 ადამიანი იყო დასაქმებული, ორი მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ – ერთ კერძო კარიერზე მოხდა.

მხოლოდ წელს, სამუშაო ადგილზე საწარმოო შემთხვევის შედეგად 21 ადამიანია გარდაცვლილი და 18 დაშავებული.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.