Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უბედური შემთხვევა ტყიბულში – 6 დაღუპული და 3 დაშავებული

ტყიბულის მინდელის შახტაში დღეს გამთენიის 4 :00 სთ -ზე მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეული ჰაერის ძლიერი ჭავლის გავრცელების შედეგად ექვსივე მაღაროელი კედელზე მინარცხებით გარდაიცვალა, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიაყვანეს, ერთს კი ტყიბულის კლინიკაში მკურნალობენ.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილთა ცხედრების შატხიდან ამოსაყვანად ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები მიმდიარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. 2017 წელი 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.