Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უფრო სამართლიანი ევროპა მშრომელებისთვის!

ავსტრია ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ყრილობას მასპინძლობს. ვენაში ევროპის პროფკავშირების 100-ზე მეტი პროფკავშირული ლიდერი და მაღალი რანგის სტუმარი შრომის საკითხებსა და პერსპექტივებზე სამსჯელოდაა შეკრებილი. საარჩევნო ყრილობა ოთხ დღეს გასტანს. განიხილავენ ისეთი  მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა: სოციალური სამართლიანობა ევროპაში, ევროპული ღირებულებები, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის და ევროპაში ხელფასების მატების საჭიროება.  ყრილობას უძღვებიან და მასში აქტიურად მონაწილეობენ შარან ბაროუ – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვინსენტინი – ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი, ვოლფგანგ კაციანი – ავსტრიის პროფკავშირების პრეზიდენტი და ირაკლი პეტრიაშვილი – პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს  (PERC) პრეზიდენტი.

შეხვედრის ავსტრიაში ჩატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ხელისუფლებაც. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვენის მერმა მიქაელ ლუდვიგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა გაი რაიდერმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელთა გამოსვლების დიდი ნაწილიც სწორედ სოციალურ სამართლიანობაზე მსჯელობასა და პროფკავშირების როლსა და მნიშვნელობას შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ყრილობაში მონაწილეობენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა, ევროპარლამენტის წევრები და ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიის ხელმძღვანელები.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპის პროფკავშირები აქტიურად განიხილავენ “სოციალური კონტრაქტის” ფორმატს, რომელიც მთავრობებს სოციალურ საკითხებზე შეთანხმების ახალ ფორმას სთავაზობს.

განხილვის საგანია – შრომის მომავალი სავარაუდო პერსპექტივით.

ყრილობის პარალელურად ირაკლი პეტრიაშვილს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ევრიკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ, პრემიის გამარჯვებულ ეკონომისტ იოზეფ სტიგლიცთან . ირაკლი პეტრიაშვილმა ჟან კლოდ იუნკერს ბოდიში მოუხადა, რომ მასთან იმ საკითხების დაყენება და განხილვა უწევს, რომელიც წესით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან უნდა იხილებოდეს, თუმცა სოციალური დიალოგის არ არსებობის გამო – სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვა მეტი სიმკაცრით მიუდგეს და გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა დაიცვას მთავარი ღირებულებები, რაც პროფკავშირთან და ხალხთან დიალოგს გულისხმობს და რაც ასე ძველი ჩინურივით გაუგებარია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც არწმუნებს ევროკავშირს თითქოს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.