2005 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა პროფკავშირების გაერთიანების VII (რიგგარეშე) ყრილობა. ყრილობამ აირჩია გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობა. გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირაკლი პეტრიაშვილი, მოადგილეებად: გოჩა ალექსანდრია და მერაბ დოლიძე.
ყრილობაზე ხაზგასმით აღინიშნა პროფკავშირული საქმიანობის რადიკალური გარდაქმნის, სტრუქტურული რეფორმების გატარების აუცილებლობის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი პროფკავშირული დოკუმენტების შემუშავების, პროფკავშირის წევრობის მოტივაციის გაძლიერების, ახალი წევრების მოზიდვის, დასაქმებულ მუშაკთა სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვის გაუმჯობესების შესახებ და სხვა.
ყრილობამ მოოღო დადგენილება: ”საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ”, რომლითაც განისაზღვრა წევრ ორგანიზაციებში მონიტორინგის ჩატარება. მონიტორინგის განხორციელებისათვის გაერთიანებამ დახმარებისათვის მიმართა საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებს.