Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ვითხოვთ კუთვნილს – სოლიდარობა ფრონტერას თანამშრომლებს

პროფკავშირებმა და “ფრინტერას” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომელმაც სათავე თბილისის სახელმწიფო უნივერაიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და კომპანიის ცენტრალურ ოფისთან გაგრძელდა.

აქციაში, მონაწილეობდნენ დედოფლიაწყაროდან საგანგებოდ ჩამოსული “ფრონტერას” უკვე ყოფილი თანამშრომლები და პროფკავშირების გაერთიანების და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ხმაურიანი აქციის მონაწილეებმა მეგაფონებიდან 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოითხოვეს და მიმართეს კომპანიის ადმინისტრაციას, რომელმაც კავშირზე გამოსვლა დღეს არ ისურვა.

აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და სამართლებრივი დავის პარალელურად მანამ გაგრძელდება, სანამ კომპანია დავალიანებას არ დაფარავს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.