Search
Close this search box.
Search
Close this search box.

X ყრილობა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების X საანგარიშო ყრილობა ჩატარდა 2008 წლის 26 დეკემბერს

 

ყრილობამ განიხილა 7 საკითხი. მოისმინა გაერთიანების გამგეობისა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. დაამტკიცა 2008-2009 წწ. ერთიანი პროფკავშირული მოქმედების პროგრამა. დაამტკიცა დებულება ”გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს შესახებ”.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდებით დამტკიცებული დელეგატთა წარმომადგენლობის ნორმების შესაბამისად X (საანგარიშო) ყრილობის დელეგატებად წევრი ორგანიზაციების მიერ არჩეული იქნა 196 დელეგატი. ყრილობას ესწრებოდა 187 დელეგატი.

ყრილობის მუშაობის რეგლამენტის მე-6.1 პუნქტის შესაბამისად ყრილობამ ერთხმად აირჩია ყრილობის პრეზიდიუმი გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეების – გოჩა ალექსანდრიას, მერაბ დოლიძის, დოდო მექვაბიშვილის, შალვა წულეისკირის შემადგენლობით.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.