როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასი ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო. დამსაქმებლები არ იყენებდნენ ოფიციალურად დადგენილ მინიმალურ ხელფასს, რადგან ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოები კერძო სექტორში, როგორც წესი, მნიშვნელოვნად აღემატებოდა მინიმალურ ხელფასს.
კანონი ითვალისწინებს 40-საათიან სამუშაო კვირას და ყოველკვირეულ 24-საათიან დასვენებას, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ზეგანაკვეთური სამუშაო განიმარტება, როგორც ზრდასრული თანამშრომლის მიერ სამუშაო კვირაში რეგულარულ 40-საათიანი სამუშაო კვირაზე დამატებით შესრულებული სამუშაო, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მთავრობა დაადგენს სექტორების ჩამოათვალს, სადაც ზეგანაკვეთური ანაზღაურების ათვლა დაიწყება კვირაში 48 საათის მუშაობის შემდეგ. კანონში ნათქვამია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო „ანაზღაურდება ჩვეულებრივი საათობრივი ანაზღაურების გაზრდილი განაკვეთით, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებით არის განსაზღვრული“. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ერთ შემთხვევაში დაადგინა, რომ 125 პროცენტიანი განაკვეთი კვალიფიცირდებოდა, როგორც გონივრული ზეგანაკვეთური ანაზღაურება. კანონი ცალსახად არ ადგენს ზეგანაკვეთურ სამუშაო საათების ზედა ზღვარს.
შრომის ინსპექცია, ვალდებულია ზედამხედველობის ანაზღაურების და სამუშაო დროის კანონებმდებლობის შესაბამისად აღსრულებაზე. შრომის ინსპექციას აქვს უფლებამოსილება საქართველოში ეკონომიკის ყველა სექტორში განახორციელოს გაუფრთხილებელი ინსპექტირება და დააწესოს სანქციები. თუმცა, არასაკმარისი ინსპექტორების არასკმარისი რაოდენობის გამო სრულყოფილად ვერ აღსრულდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნები.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 35 პროცენტზე მეტი არაფორმალურ სექტორში მუშაობდა. შრომის კანონმდებლობა არ ვცრცელდება არაფორმალურად დასაქმებულებში. არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები ექსპლუატაციისგან დაუცველები იყვნენ. შესაბამისად, კოვიდ-19 პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, ისინი განსაკუთრებით დაზარალდნენ.
პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივა თვეში 20 ლარის ოდენობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის გადახედვის შესახებ, დღემდე არ არის გათვალისწინებული.
სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე