Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ათობით დასაქმებულმა პროფკავშირის დახმარებით აუნაზღაურებელი ხელფასი მიიღო

2022 წლის სექტემბერში შპს „მზეკარი 13“-მა 20-ზე მეტი პირი წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დაასაქმა. ნოემბრის თვეში კი ყველა მათგანი სამსახურიდან სახელფასო ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა.

დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს კვირების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ.  მათ დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მომართეს.

პროფკავშირების ჩართულობით, დამსაქმებელმა დასაქმებულებს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე ჯამში 14 400 ლარი აუნაზღაურა.

პროფკავშირი ყოველთვის მიესალმება მორიგების მეთოდით დავის გადაწყვეტას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.