Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ხელფასი ტაშის ნაცვლად !

ხელფასი ტაშის ნაცვლად! – მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი კოვიდ 19 თან მომუშავე მედ პერსონალისთვის ხელფასის მომატების მოთხოვნით გამოდის.

კიდევ ერთი მოთხოვნაა კოვიდ 19, მედიცინის სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ დაავადებად იყოს მიჩნეული და მედიკოსებმა სპეციალური შეღავათებით სარგებლობა შეძლონ.

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მედპერსონალი გმირია! – ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა პრესკონფერენცია გამართა. მსჯელობა შეეხო პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომით და უფლებრივ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საქართველოს მედიცინის სფეროში დასაქმებული ასობით ადამიანი დაასნებოვნა და მედიცინის არაერთი მუშაკის სიცოცხლე შეიწირა.

,,დღეს, ვირუსის ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებიდან მე 11 თვეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე იმედის თვალით შევყურებთ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, რადგან ამ გამძვინვარებული პანდემიის პირობებში სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ ვითხოვთ მათგან მაღალ პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას, რიგ შემთხვევაში კი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ გვავიწყდება არა ნაკლებ მნიშვნელოვანი – რა მდგომარეობაში არიან თავად ეს ადამიანები, რომელთა ხელფასი, განსაკუთრებით პირველადი რგოლის მუშაკებისა, ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობა. პროფკავშირი პრესკონფერენციაზე მედიცინის მუშაკებისთვის კოვიდ 19-ის პროფესიული დაავადების რანგში გაყვანას, მედიცინის მუშაკებისთვის ღირსეული შრომის პირობების შექმნას და მათი შრომის ღირსეულ ანაზაურებას მოითხოვს -კონკრეტული სქემით.”- განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი ამირანაშვილმა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.