Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს შეხვდება

დღეს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა. პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის და ავსტრიის პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. დახვედრის ცერემონიაში  მონაწილეობას საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჰაინც ფიშერი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და მთავრობის წევრების გარდა, პირისპირ შეხვედრასაც გეგმავს საქრათველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან. ირაკლი პეტრიაშვილის და ჰაინც ფიშერის პირისპირ შეხვედრა მერიოტში ხვალ დილით შედგება და მას ავსტრიის პროფკავშირების ლიდერიც და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეებიც დაესწრებიან. avstria

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.