Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და სამსახურში აღადგინა

 

2023 წლის 2 მაისს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ძმები ტ.გ. და მ.გ. სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ნარკოტიკის მოხმარებით გამოხატული სამუშაო ვალდებულებათა უხეში დარღვევა დაასახელა. რეალურად, ნარკოლოგიური შემოწმების დღეს სამუშაოს შესრულებისას ტ.გ. და მ.გ. ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ეს დაადასტურეს ცვლაში მათთან ერთად მომუშავე კოლეგა ექიმებმაც.

გასული წლის 14 აპრილს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი ტ.გ და მძღოლი მ.გ. დამსაქმებლის მოთხოვნით ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად სასწრაფოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში  გადაიყვანეს. 14 აპრილი, წითელი პარასკევი უქმე დღე იყო. ექსპერტი ბიუროში არ იმყოფებოდა. ამიტომ დასაქმებულების შესამოწმებლად საგანგებოდ მიიყვანეს. ექსპერტმა დაასკვნა მარიხუანას მოხმარების ფაქტი, მაგრამ არ შეუმოწმებია  ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა-არყოფნა.

დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ დასაქმებულს არც არასამუშაო დროს აქვს მარიხუანას მოხმარების უფლება, რადგან ეს არაეთიკური ქცევაა და სამსახურის პრესტიჟს ლახავს. გარდა იმისა, რომ ძმებმა სამსახური და შემოსავალი დაკარგეს, გათავისუფლებამდე 18 დღის განმავლობაში ცენტრმა მათ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა აღარ მისცა, ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში და არ უხდიდა ხელფასს.

ტ.გ. და მ.გ. აფხაზეთიდან დევნილები არიან. ხშირად შვებულებას  გალში ატარებენ. გასული წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში, ორივე მათგანი გალში, შვებულებაში იმყოფებოდა. ისინი ადასტურებენ, რომ მარიხუანა სწორედ ამ პერიოდში მოიხმარეს.

თავად ძმები გათავისუფლებას საპროტესტო აქტიურობას უკავშირებენ, რადგან აქტიურად მონაწილეობდნენ დამსაქმებლის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, რომელთა მოთხოვნა სასწრაფო დახმარების მედ. პერსონალისთვის ხელფასების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება იყო.

18 სექტემბერს მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დასაქმებულთა სარჩელი სრულად დააკმაყოფილა: ცენტრის ბრძანებები გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო; ტ.გ. და მ.გ. აღადგინა სამსახურში გათავისუფლებამდე პოზიციებზე; ცენტრს დააკისრა იძულებითი განაცდურის, გათავისუფლებამდე სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის წართმევის გამო იძულებითი მოცდენის, იძულებითი მოცდენის გადახდის დაგვიანების გამო პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯის ანაზღაურება. დღეის მდგომარეობით ტ.გ.-ს მიმართ დაკისრებული თანხა 32 542.9 ლარს შეადგენს; მ.გ.-ს მიმართ დაკისრებული კი _ 27 495.4 ლარს. თანხის ოდენობა გაიზრდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ პასუხი გასცა დამსაქმებლის თვითნებობას. მარიხუანას პირადი მიზნით მოხმარება საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დეკრიმინალიზებულია. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი დამსაქმებელს უფლებას აძლევს, სამუშაო ადგილზე არ დაუშვას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ადგილზე დასაქმებული არ უნდა გამოცხადდეს ნარკოტიკული ან სხვაგვარი თრობის ქვეშ. სამუშაო დროისა და ადგილის მიღმა ნარკოტიკული ნივთიერების მიღება არ ექცევა დამსაქმებლისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მხოლოდ იმიტომ, რომ დასაქმებულმა მოიხმარა ნარკოტიკი, ამ ფაქტის ან ასეთი ქცევის მიუღებლობა და ამის საფუძველზე გათავისუფლება წარმოადგენს უკანონო, თვითნებურ და სტერეოტიპებით ნაკარნახევ ქმედებას. შესაძლოა, მარიხუანას მოხმარება ამა თუ იმ დირექტორისთვის არაეთიკური იყოს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობას, დაუშვებელია, სუბიექტური შეხედულებებით დასაქმებულთა უფლებების შელახვა.

ტ.გ.-ს და მ.გ.-ს ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

სრულად წაკითხვა

დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სრულად წაკითხვა

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად

სრულად წაკითხვა

პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე” გაიმართა

სრულად წაკითხვა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდურ თანხებს გადაუხდის

სრულად წაკითხვა

სასამართლო დავები

ბოლოს გამოქვეყნებული სასამართლო დავები

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და სამსახურში აღადგინა

სასამართლომ ლაგოდეხის მერიის ბრძანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო

სასამართლომ მომსახურების ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად ცნო – პროფკავშირებმა ,,ბიუ-ბიუს” დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის პარალელურად პროფკავშირმა ორი სასამართლო დავა მოიგო

მულტიმედია

საინფორმაციო ვიდეოები

რას ნიშნავს უმუშევრობის დაზღვევა?!

რას ნიშნავს უმუშევრობის დაზღვევა?!

კვლევები

ბოლოს გამოქვეყნებული კვლევები

რეკომენდაციები საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისთვის საჯარო სამსახურში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად

Impact of the Pandemic on the Labour Market and Employees Positions

გამოკითხვა

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში

მოგწონთ განახლებული ვებ გვერდი?

Loading ... Loading ...

პარტნიორები

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.